პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა


სსიპ დავით კაკიაშვილის სახ. ქ.ხაშურის # 2 საჯარო
სკოლა
                                    
                    
თემა: განმავითარებელი შეფასების როლი მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესების მიზნით“




საგანი: ქართული,ინგლისური

მასწავლებლები: ნანული ბუხრიკიძე
ქეთევან გოგალაძე





                                                      2017 – 2018 სასწავლო წელი  

პრაქტიკული კვლევა -------------------------------------------------------------------------------1
შესავალი ---------------------------------------------------------------------------------------------3
თავი I -------------------------------------------------------------------------------------------------3
კვლევის მიზანი და ამოცანები -------------------------------------------------------------------3
1.1  მოკლე ინფორმაცია მკვლევარი მასწავლებლების და საკვლევი ობიექტების შესახებ--3
1.2  საკვლევი საკითხის აქტუალობა ---------------------------------------------------------------3
1.3  განმავითარებელი შეფასება და მასთან დაკავშირებული სირთულეები-----------------4
1.4  კვლევის მიზანი ----------------------------------------------------------------------------------5
1.5  საკვლევი კითხვები -----------------------------------------------------------------------------5
თავი II
აქტიკული კვლევის არსი -----------------------------------------------------------------------5
თავი III
ლიტერატურის მიმოხილვა-ანალიზი ------------------------------------------------------------6
 თავი IV მეთოდოლოგია ---------------------------------------------------------------------- 6
4.1 კვლევის სამიზნე ჯგუფი -----------------------------------------------------------------------8
4.2 მონაცემთა შეგროვება ---------------------------------------------------------------------------8
4.3 მონაცემთა დამუშავება ანალიზი ---------------------------------------------------------10
4.4 კვლევის ვადები --------------------------------------------------------------------------------11
თავი V ინტერვენციები
5.1 ინტერვენციების დაგეგმვა-განხორციელება ------------------------------------------------13
5.2 ინტერვენციის შეფასების მეთოდები --------------------------------------------------------20
5.3 ინტერვენციების შედეგები --------------------------------------------------------------------20
თავი VI კვლევის შედეგები -------------------------------------------------------------------21
თავი VII მიგნებები, რეკომენდაციები, ნაკლოვანებები -----------------------------------21
გამოყენებული ლიტერატურა --------------------------------------------------------------------22
დანართი 1 ------------------------------------------------------------------------------------------23
დანართი 2 -------------------------------------------------------------------------------------------24
დანართი 3 -------------------------------------------------------------------------------------------25
დანართი 4 ------------------------------------------------------------------------------------------ 26
დანართი 5 -------------------------------------------------------------------------------------------27


 შესავალი
 წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ქ. ხაშურის სსიპ დავით კაკიაშვილის სახ. ქ. ხაშურის  N2 საჯარო სკოლის მასწავლებლების მიერ ჩატარებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს.


ნაშრომი შედგება შვიდი თავისაგან.
I კვლევის მიზანი და ამოცანები.
II პრაქტიკული კვლევის არსი.
III ლიტერატურის მიმოხილვა-ანალიზი.
IV მეთოდოლოგია.
V ინტერვენციების აღწერა, დაგეგმვა-განხორციელება, შეფასება.
VI კვლევის შედეგები.
VII კვლევის მიგნებები, რეკომენდაციები, ნაკლოვანებები.

თავი I კვლევის მიზანი და ამოცანები

1.1 მოკლე ინფორმაცია მკვლევარი მასწავლებლისა და საკვლევი ობიექტების შესახებ.
 კვლევის ჩატარება გადავწყვიტეთ დ. კაკიაშვილის სახ. ხაშურის #2 საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა ქეთევან გოგალაძემ და დაწყებითი კლასის მასწავლებელმა ნანული ბუხრიკიძემ.
   კვლევის ობიექტად ავირჩიეთ მე-2 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეები (პედაგოგები: ნანული ბუხრიკიძე, ქეთევან გოგალაძე)

1.2. საკვლევი საკითხის აქტუალობა.
                  ,,-ხომ ვერ მეტყვი, საით უნდა წავიდე?
                   -გააჩნია სად გინდა მისვლა.
                   -ამას მნიშვნელობა არ აქვს.
                   -მაშინ მნიშვნელობა არ აქვს, საით უნდა წახვიდე.“
                                                                  
                                                       ლუის კეროლი  (,,ალისა საოცრებათა ქვეყანაში“)

       თუკი თითოეული მოსწავლისთვის სასწავლო პროცესს მოგზაურობად აღვიქვამთ, მაშინ განმავითარებელი შეფასება შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც მოგზაურობის პროცესში მოსწავლეებისათვის გზის ჩვენება.

,,უნიშნო შეფასებამ, მართალია, სამუშაო მოუმატა მასწავლებლებს, მაგრამ სწავლა უფრო მიზანმიმართული და შედეგიანი გახადა, მათ შორის-იმ მოსწავლეებისთვისაც, რომლებიც მანამდე წარუმატებელ მოსწავლეებად მიიჩნეოდნენ“.
                                                                                                                                დიმიტრი უზნაძე
  დღეს, სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესების მიზნით განმავითარებელი შეფასების გამოყენება, რაც ხელს უწყობს, რომ მოსწავლეები გაერკვნონ შესასწავლი საკითხის ცოდნის დონის ადეკვატურ განსაზღვრაში. შეძლონ დასახონ საკითხის უკეთ გააზრებისთვის საჭირო გზები და მეთოდები, რაც დაეხმარებათ სწორი თვითშეფასების უნარის განვითარებაში და წარმატებით ადაპტირდებიან სხვადასხვა სოციალურ რეალობაში.
  ამ უნარების გასავითარებლად ვიყენებთ გაკვეთილებზე განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებს, თუმცა თითოეული აქტივობის ბოლოს გვიჭირს სრულყოფილი განმავითარებელი შეფასების მიცემა, დროის სიმცირისა გამო, ხანაც ვერ ვახერხებთ ადეკვატურ შეფასებას. სემესტრის ბოლოს კლასში მოსწავლეთა ზოგადი აკადემიური მოსწრება არათანაბარია. მე- 4 კლასში შემსვლელმა მასწავლებლებმა გადავწყვიტეთ სწავლების ამ საფეხურზე ჩაგვეტარებინა კვლევა, დაგვედგინა ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები და ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა, თუ როგორ შეიძლება მათი აღმოფხვრა.

1.3 განმავითარებელი შეფასება და მასთან დაკავშირებული სირთულეები
  სწავლა-სწავლების დაწყებით საფეხურზე მასწავლებლები კლასში ვიყენებთ განმავითარებელ შეფასებას. ბავშვებს ძალიან მოსწონთ, თუმცა ბევრი მასწავლებელი თავს არიდებს მუშაობის ამ ფორმას. კათედრის სხდომაზე არაერთხელ გვისაუბრია შეფასების შესახებ, რომ ბევრი დადებითის მიუხედავად (პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება, განმავითარებელი კომენტარებით გაწერილი საფეხურების მიხედვით ცოდნის დონის განსაზღვრა, პასუხისმგებლობის ზრდა), მას თან ახლავს პრობლემებიც. უფრო მეტი დროა საჭირო და სამართლიანობის დაცვა რთულია შეფასებისას განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე.
  გადავწყვიტეთ, უფრო ღრმად შეგვესწავლა ეს საკითხი, მოგვეძებნა პრობლემის გადაჭრის გზები და დაგვენერგა პრაქტიკაში. ეს გახდა ჩვენი პრაქტიკული კვლევის მიზანი.

1.4 კვლევის მიზანი
  განვიხილოთ განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები და მიზნობრივად გამოვიყენოთ მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესების მიზნით,დავნერგოთ კლასში სწავლების ამ ფორმით მუშაობ, გამოვავლინოთ მუშაობის პროცესში ხარვეზები, დავსახოთ გაუმჯობესების გზები და კოლეგებმა ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, რათა მასწავლებელს აღნიშნული კვლევა დაეხმაროს დაადგინოს მოსწავლის მიერ საკითხის გაგება-გააზრების დონე, რაც მას სწავლების სწორად დაგეგმვასა და სასწავლო მიზნების მიღწევაში დაეხმარება. შესაბამისად გაუმჯობესდება მოსწავლეთა აკადემიური შედეგები.

1.5 საკვლევი კითხვები
კვლევის ამოცანაა, პასუხი გავცეთ კვლევის მთავარ კითხვას: როგორ წარვმართოთ განმავითარებელი შეფასება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესების მიზნით.
ქვეკითხვები კვლევის მთავარ კითხვაზე პასუხის გასაცემად:

v  როგორია განმავითარებელი შეფასების სიხშირე?
v  პერიოდულად ვცვალოთ თუ არა შეფასების ინსტრუმენტები?
v  რა ტიპის სავარჯიშოების დროს არის ეფექტური შეფასების ეს სახე?
v  სასწავლო პროცესის ყველა ეტაპზე შეიძლება თუ არა განმავითარებელი შეფასების გამოყენება?
v  მოსწავლეებს ერთნაირი განმავითარებელი შეფასება უნდა მივცეთ თუ სხვადასხვა?
v  რა როლი აკისრია მასწავლებელს და მოსწავლეს განმავითარებელი შეფასების პროცესში?
v  მოსწავლეს ისე მივცეთ შეფასება, რომ შესაძლებლობა მიეცეს მას ცოდნის დონის განსაზღვრასა და გაუმჯობესებაში.
თავი II პრაქტიკული კვლევის არსი
 პრაქტიკული კვლევა არის კვლევის ახალი მიდგომა, რომელშიც სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები ჩართულნი არიან კვლევის დაგეგმვის, განხორციელების, შეფასების და რეაგირების პროცესში.
კვლევა ტარდება სკოლაში და მთავარი პრინციპი პრობლემის იდენტიფიცირება და შემდეგ პრობლემების გადაჭრაზე ერთობლივად მუშაობაა. ამგვარი კვლევის მიმდინარეობის პროცესში კვლევის სუბიექტები (მასწავლებლები) თავად აქტიურად არიან კვლევის მსვლელობაში ჩართულები და ამ პროცესის განმავლობაში შეისწავლიან მას, აანალიზებენ, შეიმუშავებენ გადაჭრის ხერხებს და იწყებენ მოქმედებას. თავდაპირველად უნდა მოხდეს პრობლემის სწორი იდენტიფიცირება, შემდეგ დაიგეგმოს და კვლევის გეგმის შესაბამისად მოხდეს მეორეული მონაცემების ანალიზი,კვლე1ვის სხვადასხვა საშუალებების გამოყენება. პრაქტიკული კვლევისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია კვლევაში მონაწილეობდნენ ის ადამიანები, რომლებსაც პრობლემა უშუალოდ ეხება და დაინტერესებულნი იყვნენ არსებული პრობლემის მოგვარებით. სასურველი შედეგის მისაღწევად საჭიროა მასში მონაწილე ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ ჩართული პროცესში, მათ მოძებნონ პრობლემის გადაჭრის გზა და არ იყოს ეს მათთვის შეთავაზებული გარეშე პირის მიერ.

თავი III  ლიტერატურის მიმოხილვა
  საქართველოში, ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, განმავითარებელი შეფასების დანერგვა 2006 წლიდან დაიწყო, თუმცა უნიშნო შეფასების პრაქტიკას ჩვენში ექსპერიმენტულ დონეზე ხანგრძლივი ისტორია აქვს: დიმიტრი უზნაძე აღზრდის ტრაგედიის დაძლევის ერთადერთ გზად მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ურთიერთნდობაზე და პატივისცემასა და თანასწორობაზე დაფუზნებულ ურთიერთობას მიიჩნევდა.
უზნაძეს მიაჩნდა, რომ ნიშანი ყოველთვის სუბიექტურია, მასწავლებელი შეფასებისას ორიენტირებულია კონკრეტული საგნის მოთხოვნებზე, მოსწავლის მომავალ მიზანზე, ბავშვს კი ეს არ ესმის, ვინაიდან იგი თავისი არსით აწმყოზეა ორიენტირებული, ამიტომ პედაგოგიურმა საბჭომ, რომელსაც უზნაძე ხელმძღვანელობდა, უარი თქვა ნიშნებით შეფასებაზე. მასწავლებლები ცალკე რვეულში ინიშნავდნენ, რა იცოდნენ მოსწავლეებმა და რა არა, მერე კი რეკომენდაციებს აწვდიდნენ მოსწავლეებს და მათ მშობლებს. მეცნიერთა მოსაზრებით, უნდა არსებობდეს სხვა გზა სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად.
შეფასების გამოყენება უნდა ხდებოდეს არამხოლოდ ათვისებული ცოდნის დონის განსასაზღვრად/სტანდარტებისადმი შესაბამისობის დასადგენად, არამედ სწავლის პროცესის ხელშესაწყობადაც.
ჩვენი, მასწავლებლების სურვილია, რომ გვყავდეს წარმატებული მოსწავლეები. ამისათვის მნიშვნელოვანია სასწავლო მიზნების სწორად დასახვა ისე, რომ მოსწავლემ მათი მიღწევა შეძლოს. სასწავლო მიზნის მიღწევაში დიდი როლი აკისრია განმავითარებელ შეფასებას.
განმავითარებელი შეფასება ხორციელდება კონკრეტული საკითხის შესწავლის პროცესში და მისი მიზანია, დაადგინოს მოსწავლის მიერ საკითხის გაგება- გააზრების დონე, ყოველივე მასწავლებელს სწავლების სწორად დაგეგმვასა და სასწავლო მიზნების მიღწევაში ეხმარება.
ეფექტურია განმავითარებელი შეფასების ხშირი და თანმიმდევრული გამოყენება. მანამდე კი მასწავლებელმა ზუსტად უნდა განსაზღვროს:
1.      რა უნდა შეფასდეს
2.      რა ჩაითვლება მიზნის მიღწევის მაჩვენებლად
3.      როგორ უნდა მოხდეს შეფასება
4.      როგორ მოხდება შეფასების შედეგების გამოყენება
იმისათვის, რომ მასწავლებელმა შეძლოს დაადგინოს რა დონეზე მიაღწიეს სასწავლო მიზანს მოსწავლეებმა დაეხმარება რუბრიკის შექმნა. შეფასების შედეგების გასაანალიზებლად და სწავლების შესაბამისად დასაგეგმად საჭიროა მონაცემების ორგანიზება. მასწავლებელი, რომელიც განმავითარებელი შეფასების გზით მოაგროვებს ინფორმაციას მოსწავლეების შესახებ, მთლიანად ორიენტირებული ხდება იმაზე, რომ დაგეგმოს სწავლების ეფექტიანი აქტივობები და დაეხმაროს მოსწავლეებს, მიაღწიონ სასწავლო მიზნებს.
    როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შეფასების გამოყენება მნიშვნელოვანია ხდებოდეს არა მხოლოდ ათვისებული ცოდნის განსასაზღვრად/სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად შესაბამისობის დასადგენად, ქულების საფუძველზე- არამედ სწავლის პროცესის ხელშესაწყობად. შეფასება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა სწავლის პროცესში ჩართულობის გაზრდას, ადეკვატური თვითშეფასებისა და მათი სუბიექტად ფორმირებას. ინგლისელი მკვლევარის (Black and William 1998) კვლევის შედეგების თანახმად, განმავითარებელი შეფასება ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას.  განმავითარებელი შეფასების კომპონენტებია :
  1. მოსწავლეთა ჩართვა საკუთარი სწავლის პროცესში;
  2. მოსწავლეებისთვის მასწავლებლის მხრიდან ეფექტიანი უკუკავშირის მიცემა;
  3. მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით სწავლების პროცესის კორექტირება;
 4. მოსწავლეთა თვითპატივისცემისა და მოტივაციის ამაღლება;
 5. მოსწავლეთა მხრიდან საკუთარი ცოდნის დონის დამოუკიდებლად შეფასების
     უნარის განვითარება.
   იმისათვის რომ კვლევა წარმატებით გაგვეხორციელებინა განვიხილეთ სხვადასხვა
ლიტერატურა, გავაკეთეთ მიმოხილული ლიტერატურის ანალიზი, აღმოჩნდა, რომ
ნებისმიერი აქტივობა თუ სასწავლო სტრატეგია შეიძლება იქცეს განმავითარებელი შეფასების
ინსტრუმენტად, თუკი იგი ეხება მოსწავლეებს, გაიაზრონ, რისი გაგება უჭირთ და
რატომ, გააცნობიერონ საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები, ნათელი წარმოდგენა
შეექმნათ, თუ რა გზით უნდა წავიდნენ სასურველი შედეგის მისაღწევად. მეორე მხრივ, ერთი
და იგივე აქტივობა ან სტრატეგია ზოგჯერ შეიძლება ემსახურებოდეს განმავითარებელი
შეფასების პროცესს და ზოგჯერ- არა. მაგალითად, კითხვების დასმა ცნობილია, როგორც
განმავითარებელი შეფასების მძლავრი ინსტრუმენტი. თუ ზოგ შემთხვევაში კითხვების
დასმა ქმნის განმავითარებელი შეფასების საფუძველს, ზოგ შემთხვევაში კი-არა. ეს იმაზეა
დამოკიდებული, რამდენად გვაძლევს საშუალებას კითხვები, გავიგოთ მოსწავლეთა
გაგების/გააზრების დონე. ყურადღება მიიქცია განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა
სახემ: შეფასება წერილობითი კომენტარებით და ზეპირი კომენტარებით. აგრეთვე
გავიაზრეთ განმავითარებელი შეფასების ინტერვენციები, შევარჩიეთ რამდენიმე და
საჭიროებისამებრ
გადავწყვიტეთ მათი გამოყენება ჩვენს სამიზნე კლასში.


თავი  IV მეთოდოლოგია
კვლევის დროს გამოვიყენეთ შემდეგი მეთოდები: საკვლევ კითხვებზე პასუხის გასაცემად
გამოვიყენე, როგორც თვისებრივი( შერჩევითი დაკვირვება) ისე რაოდენობრივი მეთოდები
ზეპირი გამოკითხვა)

4.1   კვლევის სამიზნე ჯგუფი
კვლევის სამიზნე ჯგუფი - დ. კაკიაშვილის სახ. # 2 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეები. სკოლაში არის ერთი IV კლასი 26 მოსწავლე.

4.2   მონაცემების შეგროვება
მონაცემთა შეგროვება განხორციელდა შემდეგი მეთოდების გამოყენებით:
                               ანკეტირება მოსწავლეებთან
დახურული კითხვები:
1.      მე მომწონს მასწავლებლისგან განმავითარებელი შეფასება.
      ა. დიახ       ბ. არა
2.      მე მომწონს ურთიერთშეფასება.
ა. დიახ      ბ. არა
3.      მე მომწონს თვითშეფასება
ა. დიახ       ბ. არა
მოსწავლეებმა შეავსეს კითხვარი განმავითარებელი შეფასების პრობლემის იდენტიფიცირების მიზნით. იხ. დანართი 1
4.3     მონაცემთა დამუშავება ანალიზი
კვლევის მსვლელობისას ჩატარებული ანკეტირების კითხვებით დავადგინეთ მოსწონთ თუ არა მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასება, თვითშეფასება და ურთიერთშეფასება გაკვეთილებზე შედეგების ანალიზმა გვიჩვენა.


  4.4 კვლევის ვადები

აქტივობა
XI
XII
I
II
III
IV
საკვლევი პრობლემის შერჩევა
X





კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
 X





X
X




კვლევის მეთოდების შერჩევა

X
X



კითხვარის შერჩევა, დამუშავება

 X





მოსწავლეთა ანკეტირება(თვისებრივი მეთოდი) შერჩევითი გამოკითხვა

X




მონაცემთა
დამუშავება(შეგროვება, ანალიზი)


X





 X



ინტერვენციების განხორციელება


 X
 X
 X

მოსწავლეთა ზეპირი გამოკითხვა (რაოდენობრივი მეთოდი)ინტერვენციების შემდეგ





X
ინტერვენციების შედეგების ანალიზი





 X
შედეგების გაცნობა პრეზენტაცია კათედრის წევრებთან





 X



თავი V ინტერვენცია
         ერთობლივად   შემუშავებული სტრატეგიების გამოყენებით იანვარში, თებერვალსა და  მარტში მოსწავლეებს უტარდებოდათ გაკვეთილები განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებით. რეგულარულად ვაკვირდებოდით მიზანმიმართულ სასწავლო პროცესს. სხვადასხვა ინტერვენციის გამოყენებით ხდებოდა მოსწავლეთა შედეგების განმავითარებელი შეფასება და ანალიზი.
       ორივე პედაგოგი  ვაწყობდით პერიოდულად შეხვედრებს, ვიხილავდით თითოეულის პრობლემას და ვახორციელებდით ინტერვენციებს, შედეგებს ვაანალიზებდით ერთად.
5.1 ინტერვენციის დაგეგმვა-განხორციელება

ინტერვენცია I - ,,გამოსაძახებელი ჩხირები“
 მასწავლებელი წინასწარ წერს მოსწავლეთა სახელებს და გვარებს სპეციალურ ჩხირებზე, მოათავსებს მათ მცირე ზომის ყუთში, შემდეგ იღებს ერთს . კითხვაზე პასუხის გაცემა უწევს იმ მოსწავლეს ვისი სახელიც წერია ჩხირზე. აუცილებელია ეს ჩხირი ისევ უკან ჩავაბრუნოთ, რათა მოსწავლეს ისევ ჰქოდეს მოლოდინი, რომ შეიძლება კითხვა ისევ მას დავუსვათ. ამ ინსტრუმენტის საშუალებით ვინარჩუნებთ ყურადღებას და მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში.

ინგლისურის მასწავლებელი - ქეთევან გოგალაძე
  თავდაპირველად, როდესაც ეს ჩხირები შევიტანე კლასში და დავიწყე სახელის და გვარების ჩამოწერა დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში, შემდეგ ავუხსენი თუ როგორ უნდა გამომეყენებინა სასწავლო პროცესში. ორი კვირის განმავლობაში ყველა გაკვეთილზე ვიყენებდი და ვაკვირდებოდი მოსწავლეთა ჩართულობას. როგორც კი ყუთს ავიღებდი ხელში, თითოეული მოსწავლე ოცნებობდა, რომ მისი სახელი და გვარი ამოსულიყო. ამ ინსტრუმენტმა გარდა იმისა რომ გაზარდა მოსწავლეთა ჩართულობა, არამედ მომცა საშუალება, რომ მუდმივად ერთსა და იგივე მოსწავლეს აღარ უწევდა პასუხის გაცემა და პროცესი გახდა უფრო დემოკრატიული.

ქართული ენის მასწავლებელი - ნანული ბუხრიკიძე

      ინტერვენციამ ,,გამოსაძახებელი ჩხირები“ ეფექტური შედეგი გამოიღო კლასთან მუშაობისას ქართულის გაკვეთილზე. ამ ჩხირების გამოყენებამ ჩემს კლასში სისტემატიური ხასიათი მიიღო მოსწავლეთა დაინტერესების გამო. სასიამოვნო მოლოდინი უმაღლებს მოტივაციას მოსწავლეს და უჩნდება სურვილი, რომ სისტემატიურად მოვიდეს მომზადებული, რომ თავი წარმოაჩინოს თანაკლასელების და ზოგადად აუდიტორიის წინაშე. უმაღლდება თვითშეფასებისა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

ორი კვირის შემდეგ მოსწავლეებს დავურიგეთ კითხვარი და ვთხოვეთ შეევსოთ და დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი წერილობით:
    კითხვა: 1. მე გამოსაძახებელი ჩხირები მომწონს, რადგან.....
                    2. მე გამოსაძახებელი ჩხირები არ მომწონს, რადგან ..........
იხ. დანართი 2
შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ ყველა მოსწავლემ უპასუხა და აღნიშნა მისი როგორც   დადებითი, ისე უარყოფითი და დაასაბუთა, თუ რა შემთხვევაში მოსწონდათ და  რა შემთხვევაში არა მისი გამოყენება.

ინტერვენცია 2  ,,ცერები მაღლა/დაბლა“
 თუ მასწავლებელს სურს შეაფასოს, რამდენად კარგად გაიგეს მოსწავლეებმა და გაიაზრეს სასწავლო საკითხი ან დასმული კითხვა, მას შეუძლია გამოიყენოს სწრაფი შეფასების ისეთი ინსტრუმენტი, როგორიცაა ცერები მაღლა/დაბლა. ცერების მაღლა აწევით შეუძლია გააგებინოს მასწავლებელს, რომ მათთვის ყველაფერი ნათელია, ხოლო ცერების დაბლა დაწევით ,პირიქით- ის, რომ  მათთვის საკითხი გაუგებარია. თუ კითხვა აქვთ ან მასწავლებლის მხარდაჭერა სჭირდებათ ცერა თითები გვერდით უნდა გადახარონ.

ინგლისურის მასწავლებელი - ქეთევან გოგალაძე
 როდესაც ინსტრუქციას აძლევ  მოსწავლეებს დასაწყისში ყველა ამბობს, რომ კარგად გაიგო შესასრულებელი საკლასო დავალების პირობა, შემდეგ მუშაობის პროცესში უჩნდებოდათ ბევრი კითხვა, რაც თავისთავად ქაოსს იძლეოდა და მასწავლებლისთვისაც რთული იყო კლასში ყველასთვის ერთდროულად მიეცა ახსნა განმარტება. ცერების გამოყენებით ეს პრობლემა ძალიან მარტივად და სწრაფად მოგვარდა. მოსწავლეებს აღარ უწევდათ ხმაური და მე კი ვიღებდი  მყისიერად უკუკავშირს მოსწავლეებისგან, რაც მეხმარებოდა დროის დაზოგვაში და ერთგვარი ორიენტირი იყო, თუ როგორ გამეგრძელებინა სამუშაო პროცესი. გარა ამისა დაკვირვებამ მაჩვენა, რომ ბავშვები არ ერიდებოდნენ ღიად გამოეხატათ დაბლა დაეწიათ ცერი თუ რაიმე ვერ გაიგეს ან შეკითხვა თუ ჰქონდათ. ვცდილობდი შემექმნა უსაფრთხო გარემო და ყველა მოსწავლეს ეგრძნო, რომ თუ რაიმე შეცდომით ჰქონდა ან რაიმე პრობლემა იყო არ მორიდებოდათ და თამამად ემოქმედათ ინსტრუმენტის გამოყენებით. ამ  ყველაფერმა ისინი უფრო გახსნილები და აქტიურები გახადა. გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა და ასევე სასწავლო შედეგები, რადგან ყველა მოსწავლის დავალების ხარისხს ვამოწმებდი კვირას ბოლოს და ვაძლევდი წერილობით  უკუკავშირს.

 ქართული ენის მასწავლებელი - ნანული ბუხრიკიძე
   ინტერვენცია ,,ცერები მაღლა/დაბლა“ გამოვიყენე შედეგის სწრაფად შემოწმების მიზნით, იქვე ვხვდები რა საჭიროებაა ჩემს კლასში ჩემს გაკვეთილზე ამათუ იმ თემასთან დაკავშირებით და იქვე ვახდენ მიზნების სწორად დასახვას და განხორციელებას. პროცესი მშვიდად მიმდინარეობს, არ იქმნება ქაოსური მდგომარეობა. ისმენენ საჭირო მასალას მშვიდ მდგომარეობაში და აკეთებენ საჭირო ანალიზს. აღნიშნული ინტერვენცია მოსწავლეებს აგრეთვე დაეხმარა ურთიერთშეფასებასა და საშინაო დავალების მომენტალურ შეფასებაში. თუ კი მოსწავლე აჩვენებს დაბლა ცერს ვხვდები, რომ მას შესრულებულ დავალებაში აქვს პრობლემა და იქვე ვახდენ, მოსწავლეთა დახმარებით ამ პრობლემის მოგვარებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ინტერვენციას არ უნდა მიეცეს გაჩუმების დანიშნულება, მხოლოდ მიზნობრივად უნდა იყენებდეს მასწავლებელი.

   ინტერვენცია 3 ,,სასწავლო შუქნიშანი“
თუ მასწავლებელს სურს შეაფასოს, რამდენად კარგად გაიგეს მოსწავლეებმა და გაიაზრეს სასწავლო საკითხი ან დასმული კითხვა, მას შეუძლია გამოიყენოს სწრაფი შეფასების ისეთი ინსტრუმენტი, როგორიცაა ,,სასწავლო შუქნიშანი“. როდესაც ყველაფერი ნათელია მოსწავლე  შეუძლია აწიოს მწვანე ბარათი და გააგებინოს  მასწავლებელს, რომ მათთვის ყველაფერი ნათელია, ხოლო წითელი ბარათი ,პირიქით- ის, რომ  მათთვის საკითხი გაუგებარია. თუ კითხვა აქვთ ან მასწავლებლის მხარდაჭერა სჭირდებათ წევენ ყვითელ ბარათს. ინსტრუმენტი უნდა იქნას დანიშნულებისამებრ გამოყენებული და არ უნდა გახდეს მოსწავლის ,,გაჩუმების“ საშუალება.

ინგლისურის მასწავლებელი - ქეთევან გოგალაძე
 ქართულის მასწავლებელმა დაამზადებინა შუქნიშნები და გამოყენების ინსტრუქცია კიდევ ერთხელ ავუხსენი მოსწავლეებს და აქტიურად ვიყენებდი სასწავლო პროცესში სხვა შეფასების განმავითარებელ ინსტრუმენტებთან ერთად. თავდაპირველად ძალიან ხშირად მხვდებოდა თვალში წითელი ფერის ბარათი და მიწევდა რეაგირება თითოეულ აწეულ ბარათზე. შემდეგ შევცვალე სტრატეგია და ვთხოვე მოსწავლეებს, სანამ მასწავლებლის დახმარებას ითხოვდა ჯერ მეწყვილესთან გაერკვია საკითხი და თუ ის ვერ შეძლებდა დახმარებას, შემდეგ აეწია და ეთხოვა მასწავლებლის დახმარება. მართლაც გაამართლა ამ ტექნიკამ და შედეგი მალევე გამოიღო. მოსწავლეებმა ისწავლეს თანამშრომლობა ერთმანეთთან და ასევე იკლო წითელი ბარათების რაოდენობამ. შესრულებული დავალებების ხარისხი გაიზარდა, უფრო სრულყოფილი და დახვეწილი იყო.

ქართული ენის მასწავლებელი - ნანული ბუხრიკიძე
        ლიტერატურის მიმოხილვისა და ანალიზის დროს დიდი ყურადღება მიიქცია ინტერვენციამ ,,შუქნიშანი“. ფერადმა ნიშნებმა დასაწყისშივე ჯერ კიდევ ვიზუალური ეფექტი გამოიწვია ბავშვებში. ინსტრუქციის მიღების შემდგ კი უკვე თემატური დაინტერესებაც გაჩნდა. ამ ინსტრუმენტის საშუალებით ადვილად ვარკვევ მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და საჭიროებებს, ინტერესს ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ. მწვანე ფერმა დიდი დაინტერესება გამოიწვია და მოსწავლეებიც მცდელობა, რომ უფრო ხშირად მწვანე ფერი გამოეყენებინათ გაიზარდა. შესაბამისად მიხვდნენ, რომ ამისათვის მეტი მონდომება და მოწესრიგებული მუშაობაა საჭირო. აღნიშნული ინსტრუმენტმა საშუალება მომცა მიმეღო მოსწავლისგან დაუყოვნებელი უკუკავშირი და ეფექტიანად წარმემართა გაკვეთილი. 

ინტერვენცია 4 ,,შესასვლელი ბილეთები“ ,,გასასვლელი ბილეთები“

ორივე ინსტრუმენტი ემსახურება მიიღოს მასწავლებელმა ინფორმაცია:  მოსწავლეთა მიერ საკითხის გაგება-გააზრების შესახებ;  მოსწავლეთა ინტერესების, ღირებულებების, დამოკიდებულებების შესახებ;  სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებით მოსწავლეთა მოსაზრებებისა და   შეხედულებების შესახებ.
.  მიღებული ინფორმაცია გამოიყენოს მომდევნო გაკვეთილის დასაგეგმად მოსწავლეთა საჭიროებებისა თუ ინტერესების გათვალისწინებით.

  შესასვლელი და გასასვლელი ბილეთების საშუალებით მასწავლებელი ძალიან მოკლე დროში მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებს მოსწავლეებისგან. გარდა ამისა, ამ ინსტრუმენტის ხშირი გამოყენება ერთგვარ რუტინას უდებს საფუძველსმოსწავლეებმა იციან, როგორ შეიძლება დაიწყოს და დასრულდეს გაკვეთილი. შესასვლელი ბილეთი ეხმარება მასწავლებელს, გაკვეთილის დაწყების პირველივე წუთებიდან მიმართოს მოსწავლეთა ყურადღება შესასწავლ საკითხზე და შექმნას ეფექტური სასწავლო გარემო. ხოლო გასასვლელი ბილეთების შევსების მოლოდინი ხელს უწყობს მოსწავლეთა ყურადღების შენარჩუნებას გაკვეთილის ბოლომდე. საკლასო რუტინის არსებობა კლასისა და დროის მართვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. 
შესასვლელი და გასასვლელი ბილეთების გამოყენება უბიძგებს მოსწავლეებს, მოახდინონ რეფლექსია საკუთარ სწავლაზე, რაც ააქტიურებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს, ზრდის მოსწავლეთა პასუხისმგებლობასა და საკლასო აქტივობებში მონაწილეობის ხარისხს.
  იხ. დანართი 3
ინგლისურის მასწავლებელი - ქეთევან გოგალაძე
 ,,შესასვლელი და გასასვლელი ბილეთი“ მართლაც ძალიან ნაყოფიერი ინსტრუმენტი აღმოჩნდა, მისმა რეგულარულმა გამოყენებამ ნათლად დამანახა თუ რა ისწავლე და როგორ მოსწავლემ. ორივე ინსტრუმენტს ვიყენებდი ერთადაც და ცალ-ცალკე. ეს დამოკიდებული იყო სასწავლო მიზანზე. შესაბამისად შესასვლელი ბილეთის საშუალებით ვადგენდი, თუ რა იცოდა მოსწავლემ საკითხის ირგვლივ, ხოლო გასასვლელი ბარათი კი მეხმარებოდა მომდევნო გაკვეთილის სწორად დაგეგმვაში. გასასვლელ ბილეთში წარმოდგენილ საკითხებს ვამოწმებდი სპეციალური ჰოლისტური რუბრიკის მეშვეობით.
 ქართული ენის მასწავლებელი - ნანული ბუხრიკიძე
 ინსტრუმენტი ,,შესასვლელი ბილეთები“, ,,გასასვლელი ბილეთები“ ,,შესასვლელი ბილეთების“ გამოყენებისას ვადგენ 3-4 კითხვას. კითხვები ემსახურება წინარე ცოდნის გააქტიურებას და იძლევა ინფორმაციას მოსწავლეთა ინტერესებისა და არსებული ღირებულებების შესახებ, კონკრეტული თემის ირგვლივ. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვხვდები გაკვეთილის მსვლელობა წინასწარ განსაზღვრული გეგმით გავაგრძელო თუ მჭირდება ჩემი გეგმის მოდიფიცირება.
    სწორედ გეგმის მოდიფიცირების ნაკლები რისკია როცა ვიყენებ ,,გასასვლელ ბილეთებს“. ამ ბილეთებით მიღებული ინფორმაცია მეხმარება მოდევნო გაკვეთილის სწორად დაგეგმვაში, ისე რომ გავითვალისწინო მოსწავლეთა საჭიროებები და ინტერესები. ,,გასასვლელი ბილეთების“ შევსების მოლოდინი გაკვეთილის ბოლომდე მოსწავლეთა ყურადღების შენარჩუნებას უწყობს ხელს, რაც თავისთავად აკადემიურ მიღწევებსაც უუმჯობესებთ.
,,შესასვლელი და გასასვლელი ბილეთებით“ მოსწავლეები აკეთებენ თვითშეფასებას და ავლენენ თავიანთი თავის საჭიროებებს, რაც უვითარებთ მაღალ სააზროვნო უნარებს.


ინტერვენცია 5 ,,სიტყვის რუკა“
  ამ გრაფიკული ორგანიზატორის გამოყენებით მასწავლებელს (განსაკუთრებით, უცხო ენის) ძალიან სწრაფად შეუძლია შეაფასოს, თუ რამდენად კარგად ფლობს მოსწავლე ახალ სიტყვასთან/ტერმინთან/ცნებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
დანართი 4  
 
ინგლისურის მასწავლებელი - ქეთევან გოგალაძე
,,სიტყვის რუკა’’ განსაკუთრებით კარგად მოერგო უცხო ენის გაკვეთილს. თითქმის ყველა გაკვეთილზე აქტიურად ვიყენებდი და მართლაც კარგად დაეხმარა ბავშვებს ახალი სიტყვების დამახსოვრებაში. ლოგიკურად და მიზანმიმართულად იყენებდნენ მოსწავლეები სასწავლო პროცესში. რაც ყველაზე ძალიან მომწონს არის ადვილი მოსამზადებელი, არ მოითხოვს დიდი დროს და ენერგიას, მხოლოდ დაფის და ცარცის მეშვეობით მოსწავლე საკუთარ საკლასო რვეულში ინდივიდუალურად ხაზავდა მსგავს ორგანიზატორს და იყენებდა მიზნების შესაბამისად. მისი საშუალებით შევძელი სასწავლო მიზნები უფრო მიღწევადი გამეხადა ყველა მოსწავლისთვის.
ქართული ენის მასწავლებელი - ნანული ბუხრიკიძე
   მოსწავლეებში დიდი დაინტერესება გამოიწვია გრაფიკულმა ორგანიზატორმა ,,სიტყვის რუკა“, გაკვეთილის თემიდან აღებულ საკვანძო/საინტერესო სიტყვის ირგვლივ მიმდინარეოს მსჯელობა, სიტყვის განმარტება, მისი მსგავსი და საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვების მოძებნა, ტექსტში აღნიშნული სიტყვა როგორ კონტექსტშია, თვითონ როგორ გამოიყენებს ამ სიტყვას და ასე შემდეგ. ყოველივე ხელს მიწყობს შევაფასო, თუ რამდენად კარგად ფლობს მოსწავლე ამათუ იმ სიტყვის ირგვლივ ინფორმაციას, მოსწავლეს უმდიდრდება სიტყვის მარაგი, უმაღლდება
თვითშეფასება, უვითარდება ტრანსფერის უნარი.

 ინტერვენცია 6 ,,გრაფიკული ორგანიზატორის“
 გრაფიკული ორგანიზატორის საშუალებით მოსწავლეები ხალისით ასრულებენ სამუშაოს, ვინაიდან ისინი არ განიცდიან მოსალოდნელი განმსაზღვრელი შეფასებით გამოწვეულ სტრესს. გარდა ამისა, გრაფიკული ორგანიზატორზე მუშაობა მათთვის საინტერესოა. გასამეორებელი/შესასწავლი საკითხების დროში განაწილება კი, გაუადვილებთ დროის მართვას და სასწავლო მიზნების მიღწევას. ამ ინტერვენციით იკვეთება, თუ როგორ შეიძლება მოსწავლემ თავად შეაფასოს საკუთარი სწავლის დონე და თავადვე განსაზღვროს დრო, რომელიც მას სასწავლო მიზნის მისაღწევად დასჭირდება. ამით მოსწავლეებს უვითარდებათ მეტაკოგნიტური უნარები და პასუხისმგებლობას იღებენ სასწავლო პროცესზე.
იხ. დანართი 5

ინგლისურის მასწავლებელი - ქეთევან გოგალაძე
  სასწავლო მიზნების სწორად განსაზღვრასა და გაკვეთილის დაგეგმვაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ასევე ,,გრაფიკულმა ორგანიზატორმა“. მოსწავლეები მისი გამოყენებით გახდნენ უფრო თამამები და არ ეშინოდათ ღიად დაეფიქსირებინათ თავისი მოსაზრება, თუ რა გაიგეს კარგად და რა ვერა. ეს გახლდათ მძლავრი ინსტრუმენტი საკუთარი თავის თვითშეფასების, რამაც დამანახა რა არის გასაუმჯობესებელი და რომელ აქტივობას უფრო მეტი დრო დავუთმო, რომ აღმოიფხვრას ხარვეზები.
ქართული ენის მასწავლებელი - ნანული ბუხრიკიძე
გრაფიკულმა ორგანიზატორმა საშუალება მისცა მოსწავლეებს, რომ გაეანალიზებინათ შესწავლილი ან შესასწავლი მასალა, გამოეტანათ და მიეღოთ გადაწყვეტილებები პრობლემის გადასაჭრელად. გრაფიკული ორგანიზატორის საშუალებით ხდებოდა არსებული ინფორმაციის ორგანიზება, ნასწავლი მასალის გახსენება და მიღებული ინფორმაციის გამოყენება. გარდა ამისა მოსწავლე იყენებს თავის ისტ უნარებს და მოსწავლის
კომპიუტერების გამოყენებით თვითონ აკეთებს ზოგიერთი გრაფიკულ ორგანიზატორს ინდივიდუალურად და ელექტრონულად ავსებს მას.


5.2ინტერვენციების შეფასების მეთოდები
ინტერვენციის შეფასებისთვის გამოვიყენე:
ანკეტირება – ჩავატარეთ გამოკითხვა  პირველი ინტერვენციის ბოლოს მის გასაანალიზებლად. იხ. დანართი 2
ზეპირი გამოკითხვა - (რაოდენობრივი მეთოდით)კვლევის დასასრულს.


 5.3 ინტერვენციების შედეგები
  გამოყენებულმა ინტერვენციებმა მოსწავლეებს აუმაღლათ პასუხისმგებლობა, გახდნენ უფრო აქტიურები, ისწავლეს თვითშეფასება და თანატოლთა შეფასება, აღარ ერიდებოდათ ღიად ეღიარებინათ საკუთარი როგორც მიღწევები, ისე წარუმატებლობა. სასწავლო პროცესი მიდიოდა უფრო ნაყოფიერად, როგორც მოსწავლეებისთვის ისე მასწავლებლისთვის. გრაფიკულმა ორგანიზატორებმა კი მოსწავლეებს ასწავლათ, ძირითადი და მეორე ხარისხოვანი ინფორმაციის აღქმა დამახსოვრება.
 ქვიზის თუ ჩეკლისტის შეფასებისას ვიყენებდით  წერილობით განმავითარებელ  კონსტრუქციულ უკუკავშირს, ასეთი შეფასების დროს პირველ რიგში აღვწერდით, მოსწავლეს რა გამოდის კარგად, რითაც ვახდენდით მოსწავლის მიღწევების პოზიტიურ განმტკიცებას. კონსტრუქციულად  ვუთითებდით, რისი გაუმჯობესება სჭირდება, ამით ვახალისებდით მათ, რომ აეღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ სწავლაზე. ბოლოს ვუმარტავდით, როგორ უნდა გააუმჯობესონ მათ თავიანთი საჭიროება. ყოველივე კი უადვილებდათ მათ სასწავლო მიზნების დაძლევას, რაც კარგად აისახა საბოლოოდ აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებაში.


თავი VII კვლევის შედეგები
კვლევის მსვლელობისას ჩატარებული ანკეტირების კითხვებით დავადგინეთ, მოსწონთ თუ არა მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასება ინგლისურისა და ქართულის გაკვეთილებზე და რატომ.
 კვლევის ბოლოს  კი ჩავატარეთ რაოდენობრივი მეთოდით - ზეპირი გამოკითხვა და მოვახდინეთ შედეგების შეფასება-ანალიზი.
ნათლად ჩანს, რომ  საკვლევ კლასში განმავითარებელი შეფასების მიმართ  პოზიტიური განწყობა საგრძნობლად გაიზარდა, მოსწავლეები გაიწაფნენ ამ ფორმით მუშაობაში და განმავითარებელი შეფასების გამოყენება თვითშეფასებისა და ურთიერთ შეფასებისას მათთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას. ე. ი. ჩვენი მთავარი მიზანი მიღწეულია.

თავი VII  მიგნებები, რეკომენდაციები, ნაკლოვანებები
   კვლევის მიგნებად მიგვაჩნია, რომ განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების სწორი გამოყენება ნამდვილად დადებითად აისახება სასწავლო პროცესზე. ასევე კვლევამ გვიჩვენა, რომ ერთიდაიგივე ინსტრუმენტის გამოყენება ძალიან ბეზრდებათ მოსწავლეებს და საჭიროა პერიოდულად ვცვალოთ და გავამრავალფეროვნოთ ინსტრუმენტების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში. ყოველ ახალ ინსტრუმენტს დიდი ინტერესი, მოტივაცია და სწავლა- სწავლების ხარისხის გაუმჯობესება მოჰყვებოდა.
    აღნიშნული კვლევის საფუძველზე მასწავლებლებს შეგვიძლია მივცეთ რეკომენდაცია, რომ ხშირად გამოიყენონ განმავითარებელი შეფასება და მისი ინსტრუმენტები  სასწავლო პროცესში, რადგან ის მართლაც სწორი გზის მიმცემია და ამავე დროს ეხმარება მოსწავლეებს გააუმჯობესონ მიღწეული შედეგები.
  კვლევა წარიმართა გეგმის შესაბამისად. მნიშვნელოვანი ხარვეზები და ნაკლოვანებები არ გამოკვეთილა კვლევის პროცესში. ალბათ, ეს განაპირობა იმან, რომ საკვლევი თემა იყო მაქსიმალურად კონკრეტული და არა ზოგადი. არ მოიცავდა სხვადასხვა თემატიკას ერთდროულად. შესაბამისად, კვლევის მიზნების მიღწევა არ გართულებულა და არც ნაკლოვანებები არ გამოკვეთილა. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ პარალელ კლასის არსებობის შემთხვევაში კვლევა  მოგვცემდა საშუალებას  მონაცემთა შედარების, რაც უფრო საინტერესოს გახდიდა მას.
გამოყენებული ლიტერატურა
1),,განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები“ ნინო ლაბარტყავა. 15 ოქტომბერი 2014 წ  http://mastsavlebeli.ge/?p=1869
2),,რატომ არის მნიშვნელოვანი განმავითარებელი შეფასება“ ნინი ლაბარტყავა
19 მარტი 2014 წ    http://mastsavlebeli.ge/?p=2076
3) იამზე ეცეტაძე,  დარეჯან ფაღავა, ზურაბ დავითაშვილი, ნოდარ ელიზბარაშვილი. 2012 მასწავლებლის წიგნი
4) ედუტოპია 18 მაისი,2018 წ
5) ,,რაში გვჭირდება განმავითარებელი შეფასება“ 2016  აპრილი 4
6) ,,რატომ არის მნიშვნელოვანი განმავითარებელი შეფასება’’  2015 წ 9 იანვარი
7) ,,განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“ მასწავლებლებისათვის ავტორები: მარიამ ხუნძაყიშვილი, სარა ბივერი
      


                                                მასწავლებელი: ქეთევან გოგალაძე



.
  კვლევის შედეგების გაზიარების რეფლექსია


  კვლევის დასრულების შემდეგ, მოვახდინეთ კვლევის შედეგების გაზიარება კათედრის წევრებთან. მოსამზადებელი სამუშაო ოყო დასრულებული კვლევის ელექტრონული ვერსიების გადაგზავნა ელექტრონულ ფოსტაზე, დეტალურად მასალის გაცნობის მიზნით. კვლევის გაცნობისთვის მიეცათ გარკვეული პერიოდი.
  კოლეგები ინფორმირებულნი იყვნენ პრეზენტაციის ჩატარების თარიღზე და მითითებულ დროს მოხდა კვლევის წარდგენა და დეტალური განხილვა. კოლეგები აქტიურად ჩაერთვნენ ამ პროცესში და მიეცათ საშუალება საკვლევი საკითხის ირგვლივ საკუთარი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ წინასწარ შედგენის უკუკავშირის კითხვარში.
  კითხვარების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ მასწავლებლები აღნიშნულ კვლევას და მის მნიშვნელობას დადებითად აფასებენ, დიდია განმავითარებელი შეფასების როლი მოსწავლის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებასა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში.
      საუბრისას აღმოჩნდა, რომ კოლეგებს გაუჩნდათ სურვილი კვლევის დროს გამოყენებული ინტერვენციების დანერგვის საკუთარ კლასებში საგანმანათლებლო მიზნით, რაც დაეხმარებათ მოსწავლეებს სწავლა-სწავლების პროცესის წარმატებით წარმართვისათვის.



4 comments:

  1. საინტერესო მეთოდებია განხილული, რამდენი საშუალება აქვს მასწავლებელს რომ დააინტერესოს მოსწავლე, საინტერესოა, რა მეთოდებს და ინტერვენციას იყენებთ მაღალ კლასებში, სიამოვნებოით წავიკითხავდი ბლოგს ამ თემაზეც.

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა შეფასებისთვის. მოგახსენებთ მაღალ კლასებში ძირითადად ვიყენებ შესასვლელ და გასასვლელ ბარათებს,რაც მეხმარება დავგეგმო მომდებნო გაკვეთილი გასასვლელი ბარათების დახმარებით.ეს გახლავთ ძალიან კარგი განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი. ასევე ხშირად ვიყენებ ცერებს,გამოსაძახებელ ჩხირებს და გრაფიკულ ორგანიზატორებს.

      Delete
  2. ულევი სიხარული და უამრავი წარმატება მინდა გისურვო,ჩემო მიზანდასახულო!

    ReplyDelete
  3. ნანული,შენ ამ კვლევაში ლომის წვლილი შეიტანე. მადლობა.ჩვენ კიდევ ბევრი სკოლისთვის სასიკეთო საქმე გვაქვს დასაგეგმი და განსახორციელებელი. <3

    ReplyDelete